logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

არასამთავრობოებისთვის სახელმწიფო გრანტს გამოყოფს - კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული

არასამთავრობოებისთვის სახელმწიფო გრანტს გამოყოფს - მთავრობის დაანონსებული ინიციატივა უკვე პარლამენტშია.

„გრანტების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად შეიქმნება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც არასამთავრობოების დასაფინანსებლად თანხას გასცემს.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება, როგორც სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია, ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო ფინანსებით მათი განვითარების ხელშეწყობისა და წახალისების წარმატებული პრაქტიკა.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროდ მეტწილად უცხოური აქტორები გვევლინება, რომლებიც ძალაუნებურად განსაზღვრავენ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს, საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომ შეიქმნას საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

 ინიციატორი მთავრობის ადმინისტრაციაა, რომელიც კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. 

გამოგვყევით