logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალშავში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალშავში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

1725535800

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალშავის საჯარო სკოლის  სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

სააგენტოს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სკოლას, რომელიც გათვლილია 320 მოსწავლეზე, ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ყველა საჭირო სასწავლო რესურსით აღჭურვილი შენობა. სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და ბიბლიოთეკა.

მათივე ინფორმაციით, სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები სწავლას თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.

გამოგვყევით