logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

GCCA-ი მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 75%-ით გაიზარდა

GCCA-ი მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 75%-ით გაიზარდა

1770103859

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვარში, GCCA-ში - 190 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 524 შეადგინა.

შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75%-ით, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 217%-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 13 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 20 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს - 13 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 34 185 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 10 საქმეზე - 9 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 77% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 4%, ქვემო ქართლი 4%, იმერეთი 3%, კახეთი 3%, სამცხე-ჯავახეთი 3% და სხვ. მიმდინარე წლის 1 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 70 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 49, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 41, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 9, ხოლო სხვა დანარჩენზე - 21.

სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 65%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 19%.

"საქართველო მოუწოდებს მთავრობებს, ინვესტორებს და ბიზნეს ლიდერებს, ითანამშრომლონ მდგრადი მიწოდების ჯაჭვების შექმნაში" - პრემიერი

"საქართველო მოუწოდებს მთავრობებს, ინვესტორებს და ბიზნეს ლიდერებს, ითანამშრომლონ მდგრადი მიწოდების ჯაჭვების შექმნაში" - პრემიერი

გამოგვყევით