logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ვფიქრობ, 2026 წელს 10%-იანი ზრდა იქნება როგორც ვიზიტორების რაოდენობის, ისე მათი დანახარჯების მიმართულებით" - გიორგი დოლიძე

მიმდინარე წელს, დატვირთულობის კუთხით, საშუალოდ შესაძლოა 5–8%-იანი ზრდა დაფიქსირდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია საფასო კატეგორია, სადაც წლიდან წლამდე 8–10%-იანი ზრდაა დაბიუჯეტებული. დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმიდან მიღებული ჯამურად დახარჯული შემოსავლები 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ დაახლოებით 10%-იანი ნამატი იქნება როგორც ვიზიტორების რაოდენობაში, ისე დანახარჯების კუთხით", - ამის შესახებ HSC Group Hospitality-ის დირექტორის, გიორგი დოლიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, 2025 წელს ჩვენ საშუალოდ 80-82%-იანი გვქონდა, რაც ჩვენი ისტორიული მაქსიმუმი და პიკური ნიშნულია.

"2025 წელს ჩვენ ვნახეთ გაზრდილი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები როგორც ევროპის, ისე ჩინეთის მიმართულებებიდან. მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, კერძო სექტორზეც აისახა და ფასები დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და შესაბამისად, შემოსავლებიც 8-10%-იანი ნიშნულით გაიზარდა. 

2026 წელზეც იგივე აქცენტები კეთდება. ამ ეტაპზე, ჩვენ დატვირთულობა თბილისში გვაქვს 50-დან 60%-მდე, რაც თავისთავად დამახასიათებელი მაჩვენებლებია ამ პერიოდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად აქტიური პერიოდია, რადგან ახლა ძირითადად დატვირთულობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოდის. თბილისში, კახეთში, ბათუმსა და სხვა რეგიონებში საშუალოდ 60-%-იანი დატვირთულობა საკმაოდ მისაღებია, თუმცა აპრილიდან ვვარაუდობთ, რომ მყისიერი ნახტომი იქნება. აღნიშნულში გასული 2 წლის სტატისტიკა გვარწმუნებს, როდესაც მარტის 60%-იანი დატვირთულობიდან მყისიერი ნახტომი მოხდა აპრილის თვიდან და დაგვეწყო 90%-ზე მეტი დატვირთულობა, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა. 

ადამიანი თუ ჯგუფურად, ტურისტული კომპანიის მეშვეობით ჩამოდის ქვეყანაში საშუალო დანახარჯი არის 1200 დოლარამდე  5-6-დღიან პერიოდზე, თუმცა მაღალმხარჯველუნარიანი შეიძლება ჩავთვალოთ 1500-1700 დოლარიდან ზემოთ. თუმცა როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალურ მოგზაურს, ან ისეთ ადამიანს, რომელიც დამოუკიდებლად ჩამოდის შეიძლება მისი დანახარჯი 2000-2500 დოლარი და მეტი იყოს", - აცხადებს გიორგი დოლიძე.

ეკონომიკა

გამოგვყევით