logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"2026 წელს  ეკონომიკური ზრდა შენელდება, რაც განვითარებად ეკონომიკებზე მეტ-ნაკლებად მძიმედ აისახება" - UNCTAD-ის პროგნოზი

"2026 წელს  ეკონომიკური ზრდა შენელდება, რაც განვითარებად ეკონომიკებზე მეტ-ნაკლებად მძიმედ აისახება" - UNCTAD-ის პროგნოზი

1770044160

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტი( UNCTAD)  2026 წლის პროგნოზს აქვეყნებს. 

პუბლიკაციის მიხედვით, მიმდინარე წელს  ეკონომიკური ზრდა შენელდება, რაც განვითარებად ეკონომიკებზე მეტ-ნაკლებად მძიმედ აისახება. ექსპერტების ვარაუდით ზრდა 2026 წელს 2.6%-მდე შენელდება. ამის პარალელურად მსოფლიოს ძირითადი ეკონომიკებიც დაკარგავენ 2025 წლის ტემპს. მაგალითად, შეერთებული შტატები 1.8%-დან (2025 წელი)   სავარაუდოდ, 1.5%-მდე შენელდება. 

პუბლიკაციის მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკაც 5%-იანი მაჩვენებლიდან  შესაძლოა 4.6%-ზე ჩამოვიდეს. დოკუმენტში ასევე ნავარაუდევია, რომ ზრდის შენელება ექსპორტზე მოთხოვნას შეასსუტებს, ასევე გაამკაცრებს ფინანსურ პირობებს და გაზრდის შოკებისადმი მგრძნბელობას. სწორედ ამიტომ, განვითარებად ქვეყნებს მდგრადობის გასაზრდელად უფრო ძლიერი რეგიონული ვაჭრობა, დივერსიფიკაცია და ციფრული ინტეგრაცია დასჭირდებათ.

გაეროს პროგნოზებით, 2026 წელს ტარიფების ზრდასაც უნდა ველოდოთ.

პუბლიკაციის მიხედვით, მიმდინარე წელს მთავრობები ტარიფებს სტრატეგიულ ინსტრუმენტებად კვლავ გამოიყენებენ. ეს ტენდენცია მკვეთრად გაიზარდა 2025 წელსაც, განსაკუთრებით კი წარმოებაში, რასაც წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ინდუსტრიულ და გეოპოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებული ზომები, რამაც საშუალო გლობალური ტარიფები არათანაბრად გაზარდა სექტორებსა და სავაჭრო პარტნიორებს შორის.

ექსპერტები თვლიან, რომ ყველაზე დაუცველი ამ გარემობებეში მცირე, ნაკლებად დივერსიფიცირებული ეკონომიკებია, რომლებსაც შეზღუდული აქვთ მაღალი ხარჯების ათვისების ან ექსპორტის გადამისამართების შესაძლებლობა. ტარიფების ზრდა შემოსავლების დაკარგვის, ფისკალური დაძაბულობის და განვითარების შენელების რისკს ქმნის, განსაკუთრებით კი სასაქონლო პროდუქტებზე დამოკიდებულ ეკონომიკებში.

ამის პარალელურად, 2026 წელს  გეოპოლიტიკა სავაჭრო და საინვესტიციო რუკებს მნიშვნელოვნად შეცვლის, შესაბამისად, ღირებულებათა ჯაჭვებიც გადაიხედება. სადაც გლობალური ვაჭრობის თითქმის ორი მესამედი და მათი რეკონფიგურაცია ახალ კვანძებსა და მარშრუტებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ დივერსიფიკაციამ შეიძლება გააძლიეროს მდგრადობა, მან ასევე შეიძლება შეამციროს ეფექტურობა და ხელი შეუშალოს ვაჭრობის ზრდას.

განვითარებადი ეკონომიკებისთვის პოტენციური შედეგები კი ასეთია:კარგად პოზიციონირებულ ქვეყნებს ძლიერი ინფრასტრუქტურით, უნარებითა და სტაბილური პოლიტიკით შეუძლიათ ინვესტიციების მოზიდვა. თუმცა პერიფერიულ ეკონომიკების გარკვეული რისკები ემუქრებათ, იმ შემთხვევაში თუ არ გააუმჯობესებენ ლოჯისტიკას, და არ გააძლიერებენ საინვესტიციო კლიმატს.

გარემოსდაცვითი საკითხები გლობალური სავაჭრო ინიციატივების მნიშვნელოვან ნაწილად მიმდინარე წელსაც დარჩება. კლიმატთან დაკავშირებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში გადასვლის შემდეგ, გარემოსდაცვითი პრიორიტეტები სულ უფრო მეტად აყალიბებს გლობალურ ვაჭრობას. 113 ქვეყნის მიერ გაძლიერებული ვალდებულებები 2035 წლისთვის გლობალურ ემისიებს დაახლოებით 12%-ით შეამცირებს.

პროგნოზის მიხედვით, სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების ბაზრებმა 2030 წლისთვის შესაძლოა წელიწადში 640 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, რაც დააჩქარებს მწვანე საქონლისა და მომსახურების ვაჭრობას. განვითარებადი ქვეყნებისთვის, მწვანე ფინანსებზე, ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გარემოსდაცვითი სტანდარტები მეტად გამკაცრდება.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით