logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

GCCA-მა "ვოლტ ჯორჯიას" მიერ კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა

GCCA-მა "ვოლტ ჯორჯიას" მიერ კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა

1766386599

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.

სააგენტოში შესული განცხადებების საფუძველზე, შესწავლის საგანს წარმოადგენდა კომპანიის მიერ შეკვეთის დათქმულ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტები, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეკვეთის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევები.

საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

გამოგვყევით