ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს
"ამ მაჩვენებლით, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სებ-ის მიერ განხორციელებული ღონისძიებები აისახა პოზიტიურად ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსში ქვეყნის პოზიციის გაუმჯობესებაზე,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.