ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც სრულიად მოულოდნელად ბიუჯეტში გაუთვალისიწინებელი ხარჯის გაღება გახდა საჭირო.
ზოგჯერ ასეთი ხარჯების დროებით გადავადება შეიძლება, მაგრამ როდესაც ფუჭდება აუცილებელი ტექნიკა, რომელიც სწავლისა თუ მუშაობისთვის გვჭირდება მისი ახლით ჩანაცვლება აუცილებლობაა. არადა ასეთი მასშტაბური შენაძენისთვის თანხის შეგროვებას შეიძლება თვეები დასჭირდეს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.
სწორედ ამგვარი მოულოდნელი პრობლემების მარტივად გადასაწყვეტად შეიქმნა კრედო ბანკის “დაყავი”. დაყავი - საშუალებას გაძლევს პარტნიორ მაღაზიებთან უმარტივესად გააფორმო ონლაინ განვადება და შეიძინო სასურველი ნივთი იმ წამსვე, როცა დაგჭირდება, მაშინაც კი თუ სრული თანხა ხელზე არ გაქვს. შენაძენის საფასურის განაწილება 8 თვემდე უპროცენტოდ შეგიძლია, სტანდარტული ონლაინ განვადების პირობით კი 48 თვემდე - შენთვის მაქსიმალურად კომფორტული გრაფიკით გადახდისთვის.
სახლში ავეჯის განახლება გსურს? მოგზაურობა ან ახალი სეზონისთვის გარდერობის განახლება გჭირდება? კრედო ბანკის დაყავი სერვისის მთავარი უპირატესობა მაქსიმალური კომფორტია. პარტნიორი მაღაზიების სია ათეულობით ობიექტს მოიცავს და უამრავი სახის პროდუქციაზე ვრცელდება, არ აქვს მნიშვნელობა რა გჭირდება - საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დივანი, ტანსაცმელი თუ სათამაშო. ნივთის არჩევა, ფასების შედარება და შეძენა პირდაპირ სახლიდან შეგიძლია - თუ ონლაინ განვადებას გააფორმებ, არც მაღაზიებში გიწევს მისვლა და არც ბანკის სერვისცენტრში. თუ განვადების ლიმიტი ჯერ არ გაქვს - მოითხოვე Mycredo-დან, მაღაზიაში განვადების ოფიცერთან ან კრედო ბანკის სერვისცენტრში და მიიღე წინასწარ 8000 ლარამდე. გამოიყენებ როცა გინდა, გაუხარჯავ მოცულობაზე კი არანაირი საკომისიო არ დაგერიცხება.
ხოლო თუ მაღაზიაში მოგეწონა რამე და პირდაპირ ყიდვა გინდა, ლიმიტის დამტკიცებას ადგილზევე შეძლებ. ახლა უკვე “დაყავი” სერვისით Keepz QR ტერმინალით გადახდისასაც შეგიძლია. დასკანერების შემდეგ აირჩიე გადახდისას დაყოფის მეთოდი, შეარჩიე პირობა და დაიწყე გადახდა შენთვის მოსახერხებელი პირობით.
დაყავი სერვისით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი გქონდეს ოფიციალური, ბანკში დარიცხული ხელფასი. კრედო ბანკი ითვალისწინებს ნებისმიერი ტიპის სტაბილურ შემოსავალს, მათ შორის ფულად გზავნილებს, აგრო, ტურისტული საქმიანობით თუ თვითდასაქმებულის ხელზე აღებულ თანხას. ამ მიდგომამ უკვე ათასობით მომხმარებელს მისცა საშუალება, გაეუმჯობესებინათ საყოფაცხოვრებო პირობები და შეეძინათ საჭირო ნივთები ზედმეტი ბარიერების გარეშე.
დაინტერესდი? გაიგე მეტი კრედო ბანკის დაყავი სერვისის შესახებ, გაეცანი პარტნიორი მაღაზიების სიას და შეიძინე რაც გსურს დღესვე!
თუ ეძებ არა უბრალოდ კომფორტულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, არამედ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზედმეტ დროსა და რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებს არ მოითხოვს - კრედო ბანკის ონლაინ განვადება მარტივად დაგეხმარება.