„ლილო მოლის" ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიას უკიდია. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის "ბიზნესპარტნიორი" "ლილოს მოლის" გენერალურ დირექტორს, გიორგი კვარაცხელიას დაუკავშირდა, თუმცა, მას ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვს.