logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ლილო მოლში" 20-მდე მაღაზია დაიწვა" - გიორგი კვარაცხელია

"ლილო მოლში" ხანძარი იყო. როგორც "ლილო მოლის" დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 

მისივე ინფორმაციით, სავაჭრო სივრცის ტერიტორიაზე 20-მდე მაღაზიაა დამწვარი. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

როგორც ცნობილია, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო მანქანები და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრის საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი, სადაც 6 000-მდე მაღაზიაა განთავსებული. "ლილო მოლი“ 33 წლის წინ გაიხსნა.  დღეის მდგომარეობით, 4000-მდე  ადამიანია ეწევა სავაჭრო საქმიანობას. სავაჭრო ცენტრს ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

გამოგვყევით