logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

პირველი მასშტაბური კორპორატიული ტურნირი "პეტრას განძი" იწყება

პირველი მასშტაბური კორპორატიული ტურნირი "პეტრას განძი" იწყება

1712150588

ქართულ ბაზარზე პირველი შემეცნებითი კორპორატიული ტურნირი „პეტრას განძი“ 5 აპრილს აიღებს სტარტს. მონაწილეები პეტრას ციხის მიმდებარედ ნაპოვნი განძის რეალურ ისტორიას ეზიარებიან და რჩეულის ტიტულის მოსაპოვებლად, საინტერესო და რთული დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ.

უნიკალური განძის და ოქროს ფარის  მოპოვებას ყვლასთვის კარგად ნაცნობი კომპანიები „სოკარ ჯორჯია“, „თიბისი ბანკი“, „მზიური გარდენსი“, „კრედო ბანკი“, „ევროპაბეთი“ და ინფლუენსერების გუნდი ეცდებიან.

მოძრავი ჭერი, დაკარგული წერილი, ალქიმიკოსის ლაბორატორია – ეს იმ დაბრკოლებების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მონაწილეებს თამაშში შეხვდებათ. მონაწილეები თამაშის მიმდინარეობისას მაგიურ ქვებს, არტეფაქტის ფრაგმენტებს და იუსტინიანეს მონეტებს მოაგროვებენ. ჯამში მათ 14 აქტიური და 10 ინტელექტუალური დაბრკოლების დაძლევა მოუწევთ.

ტურნირში გამარჯვებული „პეტრას რჩეული“ გუნდი სახელობით ხეს დარგავს და კომპანიის სახელით სამუდამო კვალს დატოვებს არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, გადაეცემა უნიკალური განძიდან ერთ-ერთი არტეფაქტის ასლი – მოოქროვილი ბუნიკი, დაიბრუნებს ტურნირში მონაწილეობის თანხას და გადავა შემდეგ ეტაპზე -  დახურულ რჩეულთა კლუბში. გალა ვახშამზე კი სამაგიდო თამაშის პრინციპით გამოვლინდება „წლის რჩეულთა რჩეული“, რომელსაც ოქროს ფარი გადაეცემა.

პროექტისთვის ქართულ მოტივებზე მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა. აღსანიშნავია თამაშის პერსონაჟების სახეებიც, მათ შორის, სახელგანთქმული არქეოლოგი, დოქტორ ჯონსი, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე განასახიერებს და რომელიც მოთამაშეებს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე ყველა კომპანია დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებს, რაც შემდგომ მათ კორპორაციულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის.

გამოგვყევით