logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

რიკარდ იოზვიაკი: არაფერი მსმენია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი  ტელეკომპანია “ფორმულას” განცხადებას, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ეხმიანება, მისი თქმით, ევროკავშირისგან მსგავსი განცხადება არ სმენია.

“არაფერი მსმენია ახალი ზომების შესახებ, არჩევნების წინ, სავიზო რეჟიმის შეწყვეტის შესახებ. სიტუაციიდან გამომდინარე, ამის შემდეგ ყველა ვარიანტი რჩება მაგიდაზე,”-წერს რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.

ფოტო: hromadske

გამოგვყევით