logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

როგორ შევიძინოთ და შევინახოთ კრიპტო უსაფრთხოდ და მარტივად

როგორ შევიძინოთ და შევინახოთ კრიპტო უსაფრთხოდ და მარტივად

1765547072

დღესდღეობით კრიპტოვალუტის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ განხილული საკითხია. ალბათ, სამსახურებრივ სივრცესა თუ საახლობლოში, შენთვისაც არაერთხელ ურჩევიათ, ამ ინდუსტრიას ფეხი აუწყო. ეს დამატებით შემოსავლის გამომუშავებისთვის საუკეთესო წყაროა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ კრიპტო დროის მოკლე პერიოდში საკმაოდ დიდი მოგების ნახვის საშუალებას იძლევა, ბუნებრივია, შენც გაგჩენოდა ამ მიმართულებით ინტერესი. 

თუ ეს შენი პირველი ნაბიჯებია კრიპტო ბირჟაზე, გზის გაკვლევაში ჩვენ დაგეხმარებით. გაინტერესებს, როგორ შეიძინო კრიპტო მარტივად და, როგორ შეინახო შენი აქტივები? ამ ყველაფერს მოკლედ და გასაგებ ენაზე აგიხსნით. 

როგორ შევიძინოთ კრიპტო

კრიპტოვალუტის შეძენის რამდენიმე გზა არსებობს:

  • კრიპტო ბირჟა
  • PayBox
  • კრიპტომატები
  • P2P

პრინციპი რომ მარტივად აგიხსნათ, წარმოიდგინე, ვალუტის ყიდვა/გაყიდვის პროცესი. კრიპტოვალუტის შეძენაც ანალოგიურად ხდება - ნაღდი ფული ციფრულ ფულში, კრიპტოში უნდა გადაცვალო. ოღონდ, ჩვეულებრივი სავალუტო ჯიხურის ნაცვლად, კრიპტოს გადამცვლელი პუნქტები ზემოთ ჩამოთვლიილი ობიექტებია.

როგორ ვიყიდოთ კრიპტო ბირჟაზე? 

  • შედიხარ ბირჟაზე - საერთაშორისო კრიპტო ბირჟა ბაიბიტი და გადიხარ მარტივ სარეგისტრაციო პროცედურას.
  • საკრედიტო ბარათით ან საბანკო ტრანსფერით რიცხავ ფულს კრიპტო საფულეზე (თანხის შეტანა ასევე შესაძლებელია PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდანაც). 
  • ირჩევ სასურველ კრიპტოვალუტას და შესაბამის რაოდენობას.
  • ყიდულობ კრიპტოს - ბაიბიტის ბალანსიდან, ან ბანკის ბარათით.  

სულ ესაა. ამის შემდეგ კრიპტო შენს ანგარიშზე დაჯდება, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია და-HODL-ო, გაყიდო ან გაანაღდო.

კრიპტო საფულე

კრიპტოვალუტის შესაძენად, შემდგომ, ციფრული აქტივების შესანახად და ტრანზაქციების განხორციელებისთვის, აუცილებლად დაგჭირდება კრიპტო საფულე. ეს არის ციფრული მოწყობილობა, რომელიც კრიპტოგრაფიული გასაღებების დახმარებით, საჯარო და პირადი, კრიპტოს შენახვის, გაგზავნისა და მიღების საშუალებას იძლევა. 

საერთაშორისო კრიპტო ბირჟა ბაიბიტი გთავაზობს სანდო და უსაფრთხო პლატფორმას, სადაც კრიპტო საფულის შექმნას სწრაფად და მარტივად შეძლებ. 

გაითვალისწინე, მახასიათებლებისა და ფუნქციების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის საფულე არსებობს, მათ შორის - ცხელი და ცივი.

ცხელი საფულე

ცხელი საფულე არის კრიპტო პორტფელი, რომელიც მუდმივად ინტერნეტთან არის დაკავშირებული. ეს იგივეა, რაც შენი ყოველდღიური საფულე, რომელიც სულ თან დაგაქვს, მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში. ცხელი საფულის დახმარებით, შენს აქტივებთან მომენტალური წვდომა გაქვს და იოლად შეგიძლია, გაგზავნო ან მიიღო აქტივები. 

ცივი საფულე

თუ აქტივების და-HODL-ვას გადაწყვეტ, მაშინ აჯობებს ცივი საფულით ისარგებლო. ყოველდღიური საფულისგან განსხვავებით, ცივი საფულე არის სეიფი, სადაც ზუსტად იცი, რომ შენი აქტივები უსაფრთხოდ ინახება. ცივი საფულის გავრცელებული ტიპებია: USB drive-ის მსგავსი ჩიპი ან ქაღალდის საფულე, რომელზეც პირადი და საჯარო გასაღებები არის დატანილი. 

როგორ დავიცვათ კრიპტო საფულე

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტიპის საფულეს იყენებ, ცივს თუ ცხელს, ორივე შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, შენი აქტივები სათანადოდ დაიცვა. ამისთვის აუცილებლად მიჰყევი ქვემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს:

  • ყველა ანგარიშზე, რომელზეც საფულე დაკავშირებულია, სასურველია, გამოიყენო Two-factor authentication (2FA). 
  • შენი კრიპტოგრაფიული გასაღებები უსაფრთხოდ შეინახე, ისეთ ადგილას, სადაც სხვებს ნაკლები წვდომა აქვთ. არასდროს გაუზიარო ეს ინფორმაცია სხვას.
  • პერიოდულად განაახლე მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა.
  • გამოიყენე მხოლოდ სანდო პლატფორმები - მაგ. ბაიბიტი. 

შეჯამება

იმედია, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ყველაფერი ნაკლებად რთული გეჩვენება. სინამდვილეში, კრიპტოვალუტის შეძენა, შენახვა და მისი დახმარებით გადარიცხვების განხორციელება ძალიან მარტივია. ციფრული ფული სამომავლოდ კიდევ უფრო აქტუალური და ფუნქციური იქნება, ასე რომ, გირჩევთ, რაც შეიძლება, მალე დაიწყო ამ ინდუსტრიის ათვისება. 



გამოგვყევით