logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"სამთო-გეოლოგიური მიმართულებით დასაქმების პერსპექტივა ძალიან დიდია" - გიორგი ჩხეიძე

სამთო-გეოლოგიური მიმართულებით დასაქმების პერსპექტივა ძალიან დიდია, - ამის შესახებ "არემჯის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიაში 300-მდე თანამშრომელი ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური მიმართულების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 

"ჩვენთვის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი მეცნიერები ჰყავდა სამთო მიმართულებით - ეს ხალხი ასაკშია და ახალი სპეციალისტების საჭიროებაა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთო მიმართულებით ტექნოლოგიები წინ მიდის და ამას კომპანიამ ფეხი უნდა აუწყოს რადგან ბაზარზე ყოფნა შეძლოს. ჩვენ 7 წელია, რაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, მათ შორის, სტუდენტური მხარდაჭერის, ლაბორატორიის მოწყობის და ა.შ. დაახლოებით, 300-მდე სტუდენტია, რომელმაც ტექნიკური უნივერსიტეტი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა ჩვენი თანამშრომელია", - აცხადებს გიორგი ჩხეიძე. 

ცნობისთვის, სამთო-გეოლოგიური მიმართულებით კომპანია "არემჯი" და ტექნიკური უნივერსიტეტი ავსტრიაში  სამდღიანი საქმიანი ვიზიტით ლეობენის სამთო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. ვიზიტის მიზანი კი კერძო სექტორს და ორ ქვეყანას აკადემიური და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარებაზე მსჯელობა და სამთო-გეოლოგიური მიმართულებით ქართველი სპეციალისტების გადამზადების შესაძლებლობები იყო". 

გამოგვყევით