logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა

1732789080

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ იყო.

ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტმა დღეს ნდობა გამოუცხადა, ასეთია:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე.

გამოგვყევით