logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საქართველოში 2 292 სკოლა ფუნქციონირებს - მოსწავლეთა რაოდენობა 644.2-ს შეადგენს - "საქსტატი"

საქართველოში 2 292 სკოლა ფუნქციონირებს - მოსწავლეთა რაოდენობა 644.2-ს შეადგენს - "საქსტატი"

1764671426

2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 206 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 644.2 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 88.8 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 11.2 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.4 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.6 პროცენტი - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (36.0%) თბილისში სწავლობს.

2025 წელს საშუალო განათლება მიიღო 41.4 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.8 პროცენტით ნაკლებია. დაწყებითი განათლება მიიღო 55.0 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია.

2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66.3 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, მასწავლებლების 87.6 პროცენტი ქალია, ხოლო 12.4 პროცენტი კაცი.

გამოგვყევით