logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ილია წულაია მუსკატში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დღეს თბილისში დაბრუნების ალტერნატიულ უფასო შესაძლებლობას სთავაზობს

ილია წულაია მუსკატში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დღეს თბილისში დაბრუნების ალტერნატიულ უფასო შესაძლებლობას სთავაზობს

1772519538

ბიზნესმენი ილია წულაია სოციალურ ქსელში შუა აღმოსავლეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და თბილისში დაბრუნების ალტერნატიულ უფასო შესაძლებლობას სთავაზობს.

"შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ:მოგესალმებით მეგობრებო,დღეს, 3 მარტს 16.00-ზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით) ერთი 120 კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მუსკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს 23.30 საათზე).

ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში. დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად ვინც იმყოფებით მუსკატში და შეძლებთ დღეს 14.00-მდე აეროპორტში მოსვლას გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს - ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე ‪+995 577 38 50 65‬) და უსასყიდლოთ წაგიყვანთ თბილისში.

მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მუსკატში ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით. ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ - როგორც აღვნიშნე რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ შუაღამით.

ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 23.00 საათზე მუსკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში. ყველას მშვიდობას გისურვებთ,"-წერს ილია წულაია. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ახლო აღმოსავლეთიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეციალური რეისები შესრულდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოგვყევით