logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა

საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა

1761222038

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და  საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ,  მონაწილეობა მიიღეს საქართველოში „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union, UPU) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაში. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა UPU-ის გენერალური დირექტორის მოადგილე მარიან ოსვალდი.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის გახსნა ადასტურებს ჩვენი ქვეყნისადმი ნდობასა და აღიარებას — საქართველოს მუდმივი ერთგულებისთვის რეგიონული თანამშრომლობის, ინოვაციების დანერგვისა და საფოსტო სექტორის მდგრადი განვითარების საქმეში.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძე, სამუშაო შეხვედრა გამართა მსოფლიო საფოსტო კავშირის თავმჯდომარის მოადგილე მარიან ოსვალდთან. შეხვედრისას განხილული იყო საფოსტო სექტორის განვითარების ძირითადი მიმართულებები, გლობალური გამოწვევები, ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

„საქართველოს ფოსტა აქტიურად მონაწილეობს მსოფლიო საფოსტო კავშირის ინიციატივებში და ხელს უწყობს იმ სტრატეგიული მიმართულებების განვითარებას, რომლებიც მიმართულია მომხმარებელზე ორიენტირებული, ინოვაციური და მდგრადი საფოსტო ეკოსისტემის ჩამოყალიბებაზე. ამგვარი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს ერთობლივად განვსაზღვროთ ის ნაბიჯები, რომლებიც მომავალში გააძლიერებს საქართველოს, როგორც
რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიციას“ - აღნიშნა გიორგი ერაძემ.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს რეგიონული ჰაბის პოტენციალზე და იმ ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური საფოსტო და ფინანსური სერვისების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას რეგიონულ დონეზე.

გამოგვყევით