საქველმოქმედო ფონდი „სანამ დროა“ 2026 წლის 29 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, Zazanova-ში (გალაქტიონ ტაბიძის N20), გიორგი ვარდოსანიძის მხარდასაჭერად პირველ საქველმოქმედო საღამოს მართავს.
ფონდის ინფორმაციით, საქველმოქმედო საღამო გაიმართება დახურულ ფორმატში, მოსაწვევებით. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები და ცნობილი სახეები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალური პროგრამა, დათო ლომიძისა და დათო ქარჩავას მონაწილეობით, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რომლის შემოსავლის 50% საქველმოქმედო მიზანს მოხმარდება.
ღონისძიება Zazanova-ს მხარდაჭერით იმართება.
საქველმოქმედო ფონდი „სანამ დროა“ მიზნად ისახავს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერას, საზოგადოების გაერთიანებასა და სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივის განხორციელებას.
"გთხოვთ, შესაძლებლობის შემთხვევაში, გააშუქოთ ჩვენი საქველმოქმედო ინიციატივა, მიაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას და ხელი შეუწყოთ საზოგადოების ინფორმირებას აღნიშნული ღონისძიებისა და მისი მიზნის შესახებ.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის მხარდაჭერა, რადგან საზოგადოებრივი ინფორმირებულობა და ადამიანების თანადგომა ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს საქველმოქმედო საქმეში.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ინტერვიუს ჩასაწერად ან ღონისძიების გაშუქების ორგანიზებისთვის მზად ვართ, ვითანამშრომლოთ თქვენს საინფორმაციო გუნდთან და მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
პრესრელიზს თან ერთვის ღონისძიების აფიშა და ფონდის ლოგო.
ფონდის საქმიანობისა და მიმდინარე ინიციატივების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს სოციალურ ქსელებს:
Facebook: https://www.facebook.com/sanamdroafoundation
Instagram: https://www.instagram.com/sanamdroa.foundation/
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ინტერვიუს ორგანიზებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
საქველმოქმედო ფონდი „სანამ დროა“ 596 130 130
[email protected]
გმადლობთ ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის,"-ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.