სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინფორმაციით, თბილისში არაგეგმური კონტროლის ფარგლებში, ყავის საწარმო შპს „ტრეიდერი" შეამოწმა და შემოწმების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა.
"ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ყავის წარმოებას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) დასახელებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“.
აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა. პროდუქცია იყიდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში. შემოწმების პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა",-ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.