ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტს შარშან 8.5 მილიონი მგზავრი სტუმრობდა,რაც რეკორდული მაჩვენებელია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო. გასული წლის განმავლობაში, განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული მაქსიმუმია", - განაცხადა პრემიერმა.