საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც:
- ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა
- მოლოდინები საკუთარი პროდუქციის ფასების ცვლილებაზე მომდევნო 1 წელში შემცირებულია
- წინა თვესთან შედარებით კომპანიების უტილიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია
განახლებულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის დეკემბრის თვის შედეგები:
- ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა.იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 6%-8% ინტერვალში ვარაუდობენ შემცირებულია. ხოლო, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინფლაციის ცვლილებას 4%- 6%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
- ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 6%-8%-ისფარგლებში ფიქრობენ შემცირებულია. მეორე მხრივ, ნოემბერთან შედარებით, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%- 6%-ის და 0%-2% ფარგლებში ელოდებიან.
- გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების შემცირებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-2%-სა და 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.
- ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%- 20%-ზე მეტად ელოდებიან შემცირებულია. ამავე დროს,გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10% ელოდებიან.
- გამოკითხულთა აზრით, დეკემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსებისგამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ნოემბერთან შედარებით გაზრდილია.
წყარო:ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯია