logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდას ინტენსიურად განაგრძობენ

თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდას ინტენსიურად განაგრძობენ

1768896196

მეოთხე დღეა თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ტროტუარები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები ამჯერად, ბაგებში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე იწმინდება. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა. ბუნებრივია, პირველივე წუთიდან მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24-საათიან რეჟიმში დაგავიდა. თავიდან, პრიორიტეტი იყო ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე შეფერხებები მოგვეხსნა, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილებულიყო. ამ ეტაპზე, თოვა შეწყდა და შესაძლებლობა გვაქვს, შიდასაუბნო ქუჩებზე დავიწყოთ გაწმენდის სამუშაოები. სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და და ჩიხებში მუშაობას. ყველგან მივალთ, სადაც პრობლემა იქნება. გზების წმენდის სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ლოკაციაზე არ მოიხსნება არსებული პრობლემა. მოსახლეობას მოვუწოდებ, საჭიროების შემთხვევაში, მერიის ცხელი ხაზით მოგვმართონ და შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში აღმოვფხვრით პრობლემას“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე 5 ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.

გამოგვყევით