logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით, ხოლო იმპორტის 0.3%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით, ხოლო იმპორტის 0.3%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1768903601

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 7.4 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 29.9 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 3.4 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 13.5 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 12.0 პროცენტით.

ხოლო იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 0.1 პროცენტიანი კლება. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 2.6 პროცენტით გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 0.2 პროცენტიანი კლება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 166.6 პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 4.3 პროცენტიანი მატება.

გამოგვყევით