logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სეს - Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია

სეს - Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია

1769431341

Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელ ფბ-ზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის Picot კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ბაზრიდან გამოთხოვას მთელი საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობენ.

„იდენტიფიცირებული პარტიებია: Picot 1 400G – 8000003312;  Picot 1 800G – 8000003297; Picot 2 800G – 8000003280.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იდენტიფიცირებული პარტიები გადაამოწმეს როგორც ქსელურ აფთიაქებში, ასევე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში.

შემოწმებული სარეალიზაციო ობიექტებიდან Picot-ის აღნიშნული პარტიების პროდუქცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სრულად ამოღებულია და ექვემდებარება განადგურებას“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან თუ უკვე შეძენილი აქვთ.

ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS) – Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების კონკრეტული პარტიები ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა.

გამოგვყევით