logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალიან დაბალი დატვირთულობით ვმუშაობთ" - სასტუმრო "ჭიათურელი"

ბოლო სამი თვის, მათ შორის, ახალი წლის პერიოდში ძალიან დაბალი დატვირთულობით ვმუშაობდით, მოლოდინებმა არ გაამართლა,  - ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა დავით ჩაჩანიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის, booking.com-ზე არის წარმოდგენილი, ჯავშნები მაინც ნაკლებად შედის, რისი მიზეზიც სასტუმროს დამფუძნებლისთვის გაუგებარია.

"ჩვენ ახალი წლის პერიოდში 90%-იან დატვირთულობას ველოდებოდით, თუმცა ტენდენცია შეიცვალა. მომართვიანობა არც უცხოელების და არც ქართველების მხრიდან არ ყოფილა. წინასწარი ჯავშნები შემოდის, დაახლოებით, მარტიდან, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობა. არ მგონია ქვეყანაში ტურისტული ნაკადები შემცირებული იყოს, თუმცა ჩვენთან რატომღაც დამსვენებელი არ არის", - აღნიშნავს დავით ჩაჩანიძე.

მისივე ინფორმაციით, არსებული მდგომარეპბიდან გამომდინარე სიახლეების და მომავლის დაგეგემვა ძალიან რთულია. 

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ჭიათურელი“ ღვინის მწარმოებელი კომპანია „სოლომონე“-ს შემადგენლობაშია. როგორც დავით ჩაჩანიძე აღნიშნავს მეღვინეობის მიმართულებით 2025 წელი არც თუ ისე წარმატებული იყო, რადგან გასულ წელს მოსავალი არ იყო და ღვინის წარმოებაც დაპაუზდა, თუმცა 2026 წლიდან განახლდება.

ცნობისთვის, 13 ნომრიანი, სასტუმრო „ჭიათურელი“, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1.8 მლნ ლარამდეა, ჭიათურაში მდებარეობს. ასევე, "სოლომონეს" მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.

მეღვინეობა ჯამში 7 დასახელების ღვინოს აწარმოებს. 2023 წლის მდგომარეობით, წარმოებამ 20 ათასი ბოთლი შეადგინა.

სოლომონ პავლიაშვილი: მდინარეების დათევზიანებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლის შედეგებიც ადასტურებს, რომ პროექტი წარმატებულია

სოლომონ პავლიაშვილი: მდინარეების დათევზიანებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლის შედეგებიც ადასტურებს, რომ პროექტი წარმატებულია

გამოგვყევით