logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს თანამონაწილეობასაც ამ პროექტის განხორციელებაში" - პრემიერი "ხუდონჰესის" პროექტზე

"არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს თანამონაწილეობასაც ამ პროექტის განხორციელებაში" - პრემიერი "ხუდონჰესის" პროექტზე

1769416570

დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით, დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ხუდონჰესი“ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება.

„დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალება, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, „ხუდონჰესს“ სახელმწიფო ააშენებს თუ ინვესტორი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების საფუძველზე პოტენციურ ინვესტორებთან.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს თანამონაწილეობასაც ამ პროექტის განხორციელებაში, ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით