logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

თანხა, რომელსაც გამარჯვებების შემდეგ ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი მიიღებენ

თანხა, რომელსაც გამარჯვებების შემდეგ ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი მიიღებენ

1708248540

დღეს, 18 თებერვალს, UFC-ის ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. 

კერძოდ, MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისიდანვე მისი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა, მან ანაჰეიმში გამართულ UFC 298-ზე სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

mmafighting.com-ის მიხედვით, თოფურია ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარს  მიიღებს, საუკეთესო ბრძოლისთვის კი 50 000 დოლარი დაემატება. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ის  სეხუდოს დამარცხებისთვის 210 000 დოლარს მიიღებს.

გამოგვყევით