logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტარით გაიზრდება

თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტარით გაიზრდება

1739890131

თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტარით გაიზრდება.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორების სააგენტო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საქართველოს პარლამენტმა „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი 84 ხმით, მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო. 

„კანონპროექტში ცვლილების შეტანის საფუძველზე თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტარით გაფართოვდა და დღეისათვის, 34 280 ჰექტარს შეადგენს.

კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცა სოფელი ტბათანა მიმდებარე ტერიტორიით და ჩამოყალიბდა ტბათანას დაცული ლანდშაფტის უბანი. აღნიშნული წაახალისებს ტბათანას მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, უნიკალური კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში შექმნილია სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია; მათი საერთო ფართობი 927 751 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.3%-ია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით