logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"უცხოეთში სწავლის მსურველებისთვის 12-წლიანი განათლების შესაძლებლობას სახელმწიფო უზრუნველყოფს" - ლევან ვეფხვაძე

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმ ბავშვებს რომელთაც უცხოეთში სწავლის სურვილი აქვთ, 12 წლიანი განათლების მიღება საქართველოში შეეძლოთ. იქნება კერძო სკოლები, სადაც 12 წლიანი სწავლება იქნება და ასევე, იქნება სპეციალური მე-12-ე კლასები, სადაც მსურველებს სახელმწიფო უზრუნველყოფს, - ასე შეაფასა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განათლების ახალი რეფორმა.

მისივე თქმით, რეფორმის მთავარი მიზანი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან განათლების სისტემის დაახლოებაა.

"იმ მხრივ, რომ შრომის ბაზარზე გარკვეული აცდენაა მოთხოვნა-მიწოდებას შორის, კვალიფიკაციებისა და სპეციალობების - ამაზე ვთანხმდებით. ახალი რეფორმით კვალიფიკაციები, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლები მოამზადებენ, შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს უპასუხებენ. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პრობლემა არსებობს და გადაჭრის გზა არის ის რეფორმა, რომელიც დღეს მოვისმინეთ" - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების საკითხს - როდესაც სახელმწიფო საჯარო უნივერსიტეტებში ახალგაზრდებს უფასო სწავლას სთავაზობს, სახელმწიფოს სრული უფლება აქვს მოახდინოს გამოწვევების და მოთხოვნის შესაბამისად, უმაღლესი დაწესებულებების რეგიონების მიხედვით გადანაწილება. 

ცნობისთვის, მთავრობა განათლების რეფორმას გეგმავს. რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრეზენტაციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  განიხილება სკოლების ნაწილში 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა. მისი თქმით, ამაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.  

გამოგვყევით