logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

აბაშის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

1745484620

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.  ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 6,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მოწესრიგებული სამელიორაციო არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს მაისში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 12 395 ჰექტარი მიწის ფართობი.

გამოგვყევით