logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ჩვენი მიზანია, მეთევზე ფერმერებს მივცეთ საშუალება, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები"

"ჩვენი მიზანია, მეთევზე ფერმერებს მივცეთ საშუალება, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები"

1761733607

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის ლაბორატორიაში იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა. ბათუმის ლაბორატორია, ძირითადად, თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით მუშაობს.

„ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ლაბორატორიული შესაძლებლობები, დავნერგოთ ინოვაციური კვლევის მეთოდები და კიდევ უფრო გავზარდოთ მომსახურების ხარისხი, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონული, ისე ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და მაღალი ხარისხის აგროწარმოების განვითარებას. საქართველოს მასშტაბით თევზის დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აკვაკულტურის დარგის განვითარებისათვის. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა. ჩვენი მთავარი მიზანია, მეთევზე ფერმერებს მივცეთ საშუალება, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა, მინისტრს თევზის დაავადებების მიმართულებით ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები გააცნო. აღნიშნულ თემაზე ლაბორატორია აქტიურად ატარებს შეხვედრებსა და სამეცნიერო სამუშაოებს, რაც მიზნად ისახავს თევზის დაავადებების დროულ დიაგნოსტიკასა და აღმოფხვრას.

დავით სონღულაშვილმა ქობულეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ახალი შენობაც დაათვალიერა. თანამშრომლებთან შეხვედრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონებში დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები და ინფრასტრუქტურა, რაც მათ საქმიანობას გაცილებით ეფექტიანს გახდის.

აჭარაში ტურისტების მზარდი რაოდენობა წლის ყველა სეზონზე თვალშისაცემია. ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრების უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის მიზნით.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალურ ოფისებში მინისტრთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ზურაბ ეზუგბაია და კახა კაკაბაძე იმყოფებოდნენ.

 

გამოგვყევით