logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული ერთეულების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

დავით სონღულაშვილი: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული ერთეულების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

1761727472

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული  სამმართველოსა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრი ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული ერთეულების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, უკანონო ტყითსარგებლობისა და ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, პრიორიტეტული მიმართულებაა შავი ზღვის დაცვა, შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.

შედეგის მისაღებად, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი კადრებით, ინფრასტრუქტურით,  აღჭურვით და სამუშაო პირობებით სამსახურების უზრუნველყოფა. ყველა აღნიშნული მიმართულებით მაქსიმუმი კეთდება“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღინიშნა, რომ ბათუმი საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქს შორის ერთ-ერთია, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.

მინისტრთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ზურაბ ეზუგბაია, კახა კაკაბაძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ.

გამოგვყევით