logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილმა სერბეთის პრეზიდენტის დელეგაციასთან გამართულ გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

დავით სონღულაშვილმა სერბეთის პრეზიდენტის დელეგაციასთან გამართულ გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

1781610546

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დელეგაციასთან გამართულ გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად იმართება, რაც ნათლად აჩვენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.

საქართველოს არაერთ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისთვის. სერბეთთან თანამშრომლობა კი დამატებით პოტენციალს აჩენს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და საექსპორტო შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სერბეთის გამოცდილება არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ წყლის რესურსების მართვის მიმართულებითაც. ამ სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდას, ისე საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე აისახება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა

"ყველა ცვლილება და რეგულაცია ემსახურება მიზანს, რომ ქართული ღვინო გახდეს მეტად ხარისხიანი და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი" - ლევან მეხუზლა

"ყველა ცვლილება და რეგულაცია ემსახურება მიზანს, რომ ქართული ღვინო გახდეს მეტად ხარისხიანი და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი" - ლევან მეხუზლა

გამოგვყევით