logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს

1770359980

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში სამართალდარღვევის  32 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის,  4 - ქვემო ქართლის, 10 - კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 2- გურიის,  5 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 2 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ასევე,  გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი და 1 დაურეგისტრირებელი  სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.

სამართალდარღვევებიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 3 ფაქტი, მასალები  გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო  უწყებაში.

გამოგვყევით