logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლაშა ხუციშვილი: ლართან მიმართებით ინვესტორების მხრიდან მყარი ნდობაა

“ლართან მიმართებით ინვესტორების მხრიდან მყარი ნდობა არის”-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა  “ბიზნესპარტნიორის ღამის ეთერში" სტუმრობისას განაცხადა, მისი თქმით, ეს გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ეკონომიკამ და ლარმა სანდოობა დაამტკიცა.

"ბოლო 4-5 წლის განმავლობაში  ეროვნული ვალუტა საკმაოდ მყარია. ასევე, ამას  მხარს უჭერს ქვეყნის  ეკონომიკა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 9.3%-ით იზრდება.  საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში, ბოლო ხუთი წლის შედეგების მიხედვით. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს როგორც ფისკალური პოლიტიკის კუთხით, ასევე ეროვნულ ბანკის მიერ  განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის კუთხით. ქვეყანამ შეძლო და საბიუჯეტო დეფიციტი  შეამცირა 2%-ზე დაბლა, ხოლო  მონიტარული პოლიტიკა არის საკმაოდ მკაცრი.  ყველა ეს ფაქტორი ბუნებრივია, აჩენს ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ადგილობრივ ვალუტაში და ჩვენ გვექნება საშუალება რომ მიმდინარე წელს ვნახოთ ეს აქტივობა,"-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

ლაშა ხუციშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტრო ემისიებს აზიურ ბაზრებზეც გეგმავს.

"ჩვენ ვმუშაობთ  სხვადასხვა ბაზრებზე, საკმაოდ საინტერესოა  აზიის ბაზრები, სადაც უფრო ნაკლები მერყეობებია.  მომდევნო პერიოდში აუცილებლად გვექნება აზიის მიმართულებით გამოშვებები,"-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გამოგვყევით