logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართულ-ბრიტანული ბრენდი Lebarde Natural Skincare ფრანგული ბრენდის Cartier-ის პარტნიორი გახდა

კანის მოვლის საშუალებების ქართულ-ბრიტანული ბრენდი Lebarde Natural Skincare ფრანგული ბრენდის Cartier-ის პარტნიორი გახდა. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა მაია გიგიბერიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" დილის ეთერში განაცხადა, აღნიშნული წარმატება საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ Lebarde Natural Skincare შოტლანდიაში იწარმოება, პროდუქცია ძირითადად ქართული ნედლეულის მზადდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრენდი საწარმოს გახსნას საქართველოშიც გეგმავს. 

"თავიდან მინდოდა ბრენდისთვის კოლხეთი, ან იბერია დამერქმია, მაგრამ ასეთი ბრენდები უკვე არსებობდნენ და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ "ლებარდე" დამერქმია. დღესდღეობით უკვე დიდ ბრიტანეთში Luxury წამყვანი ბრენდი ვართ. ეს ბრენდი აბსოლუტურად 0 ინვესტიციით შეიქმნა. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს არის ძალიან კარგი და მაღალი ხარისხის პროდუქტი და შემდეგ უკვე სახელმწიფოს დახმარებით შევძელი, რომ ეს საქმე ბიზნესად მექცია. ნამდვილად არ ველოდი, რომ ამხელა წარმატებას მივაღწევდი.

ჯამში წლების განმავლობაში 18 ჯილდო გვაქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროდუქცია ქართული ნედლეულით მზადდება და პროდუქცია მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავს. ფორმულა დაფუძნებულია სამეფო მცენარეებზე. 

მინდა, რომ Lebarde Natural Skincare-ის საწარმო შოტლანდიის გარდა, საქართველოშიც იყოს. ქართველი მომხმარებლებისგან ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ამათუ იმ ქვეყანაში აუცილებლად იმუშავებს", - აცხადებს მაია გიგიბერია.

ცნობისთვის, ქართულ-ბრიტანული ბრენდი Lebarde Natural Skincare  შოტლანდიაში 2019 წელს შეიქმნა და ოპერირებიდან რამდენიმე წელში მსოფლიოს წამყვან ბრენდთან Cartier პარტნიორობას მიაღწია. ბრენდი ამ ეტაპზე 10 დასახელების პროდუქტს აწარმოებს.  

გამოგვყევით