logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გარემოსდაცვით საკითხებზე ლექცია-სემინარების ციკლი დაიწყო

გარემოსდაცვით საკითხებზე ლექცია-სემინარების ციკლი დაიწყო

1781773800

მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების ლექცია-სემინარები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს. 

ინიციატივის მიზანია გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება და მონაწილეთათვის თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ლექცია-სემინარები დაეხმარება საპატრიარქოს კოლეჯის სტუდენტებ,  როგორც თეორიული ცოდნის მიღებაში, ისე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

სასწავლო პროგრამა მოიცავს ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებს, ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას, საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვის აუცილებლობას.

გამოგვყევით