გლობალურ ბაზრებზე ქართულ თხილსა და კაკალზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" აქვეყნებს.
მათივე ცნობით, წმინდა საექსპორტო კალათაში ამ სასაქონლო ჯგუფზე ყველაზე მაღალი 57%-იანი ზრდაა, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 113 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა, სულ 13 758 ტონა.
ქართული თხილისა და კაკლის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი იტალია, ესპანეთი, გერმანიაა.
ქართული თხილისა და კაკლის TOP5 საექსპორტო ქვეყანაა იტალია - $21,922 მლნ, ესპანეთი - $15,473 მლნ, გერმანია - $9,652 მლნ , საფრანგეთი - $7,574 მლნ.