logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"იმ პროდუქტების რეალიზაცია, რასაც საქართველო მასშტაბურად აწარმოებს, იზრდება" - გიორგი ხანიშვილი

"იმ პროდუქტების რეალიზაცია, რასაც საქართველო მასშტაბურად აწარმოებს, იზრდება" - გიორგი ხანიშვილი

1746506700

„იმ პროდუქტების რეალიზაცია, რასაც საქართველო თანდათანობით, მასშტაბურად აწარმოებს, იზრდება“, - ამის შესახებ “აგრო 1959”-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ხანიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

როგორც ხანიშვილმა აღნიშნა, ამჟამად, ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი მკვეთრადაა გაზრდილი.

„ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი მკვეთრადაა გაზრდილი. მაგალითად, როდის გავიდა ქართული ატამი ბაზარზე?! როდესაც 30 000-დან 35 000-მდე ტონის წარმოება შევძელით...ციტრუსი, როდესაც 30 000-დან 40 000-მდე ტონა გვაქვს და ა.შ. ეს ყველაფერი სწორედ იმ პროგრამების ნაყოფია, რომელმაც, ერთის მხრივ, აღადგინა ძველი კულტურული ტრადიციები, იმ ხილის წარმოებასა და ბოსტნეულში, რომელიც საქართველოსთვის სახასიათო იყო, ხოლო მეორე მხრივ, ახალი კულტურები გააჩინა. მაგალითად, კაკლოვანი კულტურა - ფისტა, ნუში, ზეთისხილის პლანტაციები - ეს ყველაფერი კი, ექსპორტის მაჩვენებელშია ასახული“, - განაცხადა ხანიშვილმა.

ამასთან, როგორც “აგრო 1959”-ის მმართველმა პარტნიორი აცხადებს, ხშირად ადამიანებს ქართული სოფლის მეურნეობის წარმატება არ უნდათ, დაიჯერონ.

„დღეს ვხედავ, თუ როგორ იზრდება ქართული სოფლის მეურნეობა, გაჩნდა  „გადამდები სტიმული“, ფერმერი, რომელიც სახელმწიფოს არ უჯერებდა, უკვე იჯერებს ე.წ. მეზობლის წარმატებას“, - აღნიშნა ხანიშვილმა.

გამოგვყევით