logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

კახა კაკაბაძე: ბაკურიანში, 123 ჰა-მდე ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კახა კაკაბაძე: ბაკურიანში, 123 ჰა-მდე ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

1763965363

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე სამცხე-ჯავახეთის  რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე გაეცნო.  ბაკურიანის სატყეო უბანზე 123  ჰა-მდე  ფართობი ტყის მართვის გეგმის საფუძველზე შეირჩა, სადაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს.  ტყის აღდგენის პროექტი 2027 წელს დასრულდება. 

ფართობი წარმოადგენს წარსულში უსისტემო ჭრებისგან დეგრადირებულ ნაძვნარ კორომებს, დაფარულია ბუჩქნარით, ეკალბარდით და ხშირი ბალახეული საფარით, რაც უმნიშვნელოვანესი ხელისშემშლელი ფაქტორია ნარგავების ზრდა-განვითარებისათვის.  აქედან გამომდინარე, მაღალი სიხშირის ტყის კორომების მისაღებად, აუცილებელია ტყის ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

„ტყის მოვლისა და აღდგენის  ღონისძიებების მასშტაბები ყოვეწლიურად მზარდია. ეს ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2024-2025 წლებში, სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 4085.9 ჰა მდე ფართოზე განხორციელდა. გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ტყის აღდგენის სამუშაოებს,  სულ მცირე, 20 000 ჰა ფართობზე განვახორციელებთ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

გამოგვყევით