logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

მარნეულში ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხებზე ფერმერებთან იმსჯელეს

მარნეულში ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხებზე ფერმერებთან იმსჯელეს

1765790626

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა ჭიპაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური თემები განიხილეს.

მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა ხაზი გაუსვა ქარსაფარი ზოლების აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პროცესს სრულ მხარდაჭერას გაუწევს.

ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქარსაფრების დანიშნულებაზე, სარგებლიანობაზე და დაგეგმილ აღდგენა-გაშენების პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნარგავების დაცვის მექანიზმებზე და ამ კუთხით - ქარსაფრების დაცვის არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა როლზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 314.54 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც აღდგენა-გაშენების სამუშაოების დაწყებისთვის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

გამოგვყევით