logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"მყარი ნარჩენების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე"

"მყარი ნარჩენების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე"

1765006749

ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქალაქ გორში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით მყარი ნარჩენების მართვა უნდა დაეფუძნოს ევროპულ სტანდარტებს, რისთვისაც აუცილებელია ძველი, არსებული ნაგავსაყრელების ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში გარემო პირობების გაუმჯობესების საკითხში.

„მყარი ნარჩენების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.  აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ არსებული ძველი ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტის ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლება.აქტიურად და კოორდინირებულად ვმუშაობთ დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის რეგიონებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან ჩართულობა და ახალი პროექტების მხარდაჭერა. თანამედროვე პროექტები სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობისკენ არის მიმართული“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ამჟამად, ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელები კანონმდებლობის შესაბამისად ოპერირებს. ობიექტებს, საჭიროების მიხედვით, რეაბილიტაცია უტარდებათ, თუმცა, მათი უმეტესობის სამუშაო რესურსი ამოწურვის ზღვარზეა. ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ, ეტაპობრივად, დაიხურება ძველი ნაგავსაყრელები.

გამოგვყევით