logo
Loading data...

"ნიამორი" ექსპორტზე გასვლას სექტემბერში გეგმავს

"ნიამორი" ექსპორტზე გასვლას სექტემბერში გეგმავს

1712994060

"ნიამორი" ექსპორტზე გასვლას სექტემბერში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი ბოჭორიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიის ქვეყნებთან და  ესპანეთთან.

მისი ინფორმაციით, ეს იქნება კომპანიის პირველი ექსპორტი. ამისთვის კი "ნიამორი" ამ ეტაპზე გარკვეულ პროცედურებს გადის. 

როგორც ბოჭორიშვილი აცხადებს, კომპანიას საკუთარი ვენახები არ აქვს, პროდუქციას ჩაბარებული ყურძნით აწარმოებს და  ონლაინ ყიდის. საუბარია ჯამში  რამდენიმე ათეული სახეობის ალკოჰოლურ სასმელზე, მათ შორის, ღვინოზე, ჭაჭაზე და ბრენდზე.  გადაამუშავებს.

კომპანია „ნიამორი“  ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს.გარდა ამისა, კომპანია  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ახორციელებს, რომლის პირველი ნაწილი 2023 წელს დასრულდა, ხოლო მეორე ნაწილის მშენებლობა 2025 წელს არის დაგეგმილი.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით