logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ნიდერლანდებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ნიდერლანდებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

1757401500

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker“ ორგანიზებით, ამსტერდამში, საერთაშორისო ფესტივალის „Amsterdam Wine Festival“ ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

გამოფენის ათასობით სტუმარს  შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს  ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 8 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 14 ქვეყანაში 20 გამოფენა/ფესტივალსა და 145 დეგუსტაცია-სემინარზე.

გამოგვყევით