logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საირმეში, მდინარე წაბლარის შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

საირმეში, მდინარე წაბლარის შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

1767085979

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, „წითელი ნუსხის“  სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000  ქვირითი საირმეში, მდინარე წაბლარის შენაკადებში  განთავსდა.

განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში თავსდება, სადაც იგი ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება.

"ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი"

"ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი"

გამოგვყევით