logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სამტრედიაში 45 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

სამტრედიაში 45 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

1778144652

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, ქარჩხაბის გამანაწილებელი არხის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

სამუშაოების მიზანია სარწყავი სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, წყლის გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და ადგილობრივი ფერმერებისთვის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

პროექტის დასრულების შედეგად, წყალუზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება  45 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ხოლო დატბორვის რისკისგან დაცული იქნება 80-მდე ბენეფიციარი.

სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გამოგვყევით