logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ფულის გათეთრებისთვის კომპანიები ₾9.5 მლნ-ით დაჯარიმდნენ

2025 წელს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სექტორის წარმომადგენლები  9.5 მილიონი ლარით  დააჯარიმა. ამის შესახებ საუბარია სებ-ის წლიურ ანგარიშში, რომელიც მარეგულირებელმა პარლამენტს წარუდგინა.

დოკუმენტის თანახმად, ყველაზე დიდი მოცულობით ჯარიმა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებზე გაიცა და სანქციის ოდენობამ  7.8 მილიონს გადააჭარბა. ჯარიმების ზომის მიხედვით პირველ სამეულში ასევე ხვდებიან -სესხის გამცემი სუბიექტები და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები.

მარეგულირებლის ინფორმაციით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამოსავლენად გასულ წელს ჯამურად  ფინანსური სექტორის 50 წარმომადგენელი შემოწმდა.

გამოგვყევით