შპს „საქართველოს მელიორაციას“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და რეგიონული სერვისცენტრების მუშაობის სპეციფიკას ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარებისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები და მაგისტრანტები გაეცნენ.
კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა საველე ვიზიტები, სადაც სტუდენტები დაათვალიერებენ სამელიორაციო ინფრასტრუქტურას, ადგილზე გაეცნობიან სარწყავი სისტემების მოწყობისა და ფუნქციონირების პროცესს.
„საქართველოს მელიორაციაში“ შეხვედრა კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას.
აღსანიშნავია, რომ ამავე მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები ყოველწლიურად გადიან სტაჟირებას და დასაქმებულები არიან „საქართველოს მელიორაციაში“.