logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"IBTM-ზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია" - ნატალია ჩანადირი

"IBTM-ზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია" - ნატალია ჩანადირი

1763623852

"IBTM-ზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია,"- ამის შესახებ "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" წარმომადგენელი ნატალია ჩანადირი აცხადებს და  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენა IBTM World 2025-ში მონაწილეობის მიღებას აფასებს, 

„გვქონდა ბევრი საინტერესო შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ გამოფენას ესწრებიან არა მხოლოდ ადგილობრივი ესპანური კომპანიები, არამედ ისეთი მასშტაბური ბაზრების წარმომადგენლები, როგორებიცაა: ამერიკა, აზია, ევროპა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი მონაწილეობა ამ გამოფენაზე",-აცხადებს ნატალია ჩანადირი. 

ცნობისთვის,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, IBTM World 2025-ზე წარმოდგენილი იყო 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია, ხოლო გამოფენის სტუმრების რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა.

გამოგვყევით